მასწავლებლის სახელი,
გვარი, პირადი ნომერი: ელზა კახურაშვილი
საგანი: სპორტი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25 მოსწავლე
გაკვეთილის თემა:“
ტანვარჯიში.“
გაკვეთილის
მიზანი: ჩავაბათ მოსწავლე ფიზიკურ აქტივობაში
და ამ გზით შევუწყოთ ხელი მათ ფიზიკურ განვითარებას.სპორტის არჩეულ სახეობაში მოქნილობასა და სისწრაფისთვის სრულყოფისათვის საჭირო
სპეციალური ფიზიკური მომზადებისა და
შესაძლებლობების ტექნიკის შესწავლა და
სრულყოფა;
სპორტული წვრთნის ჰიგიენა და ტრავმატიზმის
პროფილაქტიკა;
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოენებული მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
მეთოდები/ფორმები
|
სასწავლო მეთოდები
|
დრო (წთ)
|
1
|
ფაზა (1)
გაკვეთილის მოსამზადებელი ნაწილი( 15)წთ.
1.კლასის ორგანიზება მოწყობა და გაკვეთილის ამოცანის გაცნობა.
2.საერთო მოთელვითი ვარჯიშები,სირბილი,დარბაზის გარშემო,პირდაპირ,გვერძე
მიდგმითი,ნაბიჯით,ზურგით წინ.
|
სპორტის გაკვეთილზე
აკადემიური მოსწრების აღრიცხვა ხშირი და მრავალ ფეროვანი უნდა იყოს. უნდა შეფასდეს
არამარტო წარმატებულად შესრულებული ვარჯიშის ტექნიკის კომპონენტები,არამედ შეძენილი
უნარჩვევები და ზოგადი ცოდნა ამ ვარჯიშზე.უნდა შეფასდეს აგრეთვე გაკვეთილზე აქტიურობა,უყურადღებოდ
არ უნდა დარჩეს მოსწავლის მონდომება საერთოდ აუცილებელია მოსწავლემ იცოდეს შეფასების
კრიტერიუმები შეფასებისას მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის
ფსიქიკურ-ფიზიკური შესაძლებლობები,ინდუვიდუალურობა და ხასიათი.
|
სასწავლო პროცესში გამოიყენება სწავლების ისეთი ფორმები და მეთოდები, როგორიცაა
ჯგუფური ინდივიდუალური და ინტერაქტიული მეთოდები,ხოლო ფიზიკური თვისებების განვითარებას
უნდა მივაღწიოთ გარკვეული ხასითის ვარჯიშებითა და მათი ჩატარების მეთოდის შერჩევით,მაგალითად
სიმარჯვის განვითარება,სისწრაფის განვითარება,ძალის განვითარება,გამძლეობის განვითარება
და მოქნილობის განვითარება.ასევე ეფეკტური ხერხებით უნდა წარიმართოს მოსწავლის მონდომება
და ენერგია რომ ფიზიკური აღზრდის პროცესი სახალისო და საინტერესო საქმეთ იქცეს
|
სწავლების პროცესში მასწავლებელი
უზრუნველყოფს მოსწავლეებში ემოციურობის, სიხალისისა და სიმხნევის განვითარებას, დატვირთვების
რეგულირებას, სპორტული შეჯიბრებებით მოსწავლეთა დაინტერესებას. პედაგოგი ურჩევს,
თუ სპორტის რომელ სახეობაში შეძლებს ახალგაზრდა თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად
გამოვლენას.
|
15(წთ).
|
2
|
ფაზა(2).
3.სპეციალური მოთელვითი ვარჯიშები,წახტომები, ბრუნები, ჩაჯდომები.გაკვეთილის
ძირითადი ნაწილი (25)წთ.
ბურთის თარების შესწავლასიარულსა დარბენში.
4.ბურთის ტარება: ბურთის ხელიდან ხელში გადატანის,წინღობის შემორბემნით.გვერდითი
მიდგმითი ვარჯიშები.საწავლო თამაში.
|
25(წთ).
|
|||
3
|
ფაზა(3). გაკვეთილის
დასკვნითი ნაწილი.(5)წთ.
1.დამამშვიდებელი ვარჯიში-სიარული მოედნის გარშემო,ღრმა ამოსუნთქვები
ხელების დახმარებით.
|
5 (წთ).
|
|||
4
|
|||||
5
|
გაკვეთილის მისაღწევი
შედეგები: სპორული ფორმის შენარჩუნების მიზნით
ჩაბმულია რეგულარულ ფიზიკურაქტივობაში;
აკავშირებს სხეულის აღნაგობის ცვლილებას ფიზიკურ
აქტივობასთან და ცხოვრების ჯანსაღ წესთან;
აცნობიერებს სპორტული შეჯიბრებების გავლენას და
კავშირს მოზარდის ფსიქო-ფიზიოლოგიური სტატუსის ფორმირებასთან.
ხელმოწერა: ელზა კახურაშვილი
თარიღი: 18.07.2018წ.
შეფასება:
(მოსწავლის შეფასების
კრიტერიუმები და /რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს დ ო ნ ე ე ბ ი | |||
კრიტერიუმები | დ ა ბ ა ლ ი | ს ა შ უ ა ლ ო | მ ა ღ ა ლ ი |
ჩართულობა და თანამშრომლობა. | -მოსწავლე ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საგაკვეთილო აქტივობებში, მაგრამ ნაკლები ინტენსიობით ითვისებს იმ აუცილებელი მოძრაობით უნარ-ჩვევებს, რომლებსაც მიზნად ისახავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტი. | -აქტიურობს, მაგრამ აქვს ხარვეზები. არ ცდილობს არსებული ცოდნის გაუმჯობესებას. ნაკლებად თანამშრომლობს მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან. | - მუდამ ჩართულია და აქტიურია. თანამშრომლობს, როგორც თანატილებთან, ისე მასწავლებლებთან. -მრავალმხრივი და სპორტული თვალსაზრისით ცდილობს საკუთარი ცოდნის გამოყენებას. წინააღმდეგობრივი ბარიერის წაწყდომისას ეძებს გამოსავალის მოხერხებულ ვარიანტს. |
ტაქტიკური მომზადება | -უჭირს გუნდურობის პრინციპის დაცვა, ხშირად უშვებს შეცდომებს. | -კარგად აქვს გააზრებული გუნდური თამაშის მნიშვნელობა, ზოგჯერ უშვებს შეცდომებს. | -გათვალისწინებული აქვს გუნდურობის მნიშვნელობა, შეუძლია ძალების განაწილება თამაშის დროს. |
ტექნიკური მომზადება | - აკთებს ვარჯიშს, მაგრამ სანახევროდ, მალევე იქანცება. - ბურთის ტარებისას უშვებს შეცდომებს, არ გადაადგილდება წესების დაცვით. | - ვარჯიშობს კარგად, კარგი მოძრაობებით გადადის ვარჯიშიდან ვარჯიშზე. - ახერხებს ბურთის გადაცემას, ტარებას, ტარების წესების გათვალისწინებით, თუმცა აქვს მცირე ხარვეზები. | - შეესაბამება გაკვეთილის ფორმას ძალიან კარგად აკეთებს ვარჯიშებს. - ფლობს ფეხბურთის ბურთის ტარების ტექნიკის ყველა აუცილებელ უნარ-ჩვევებს. |
ინტელექტუალურ- ფსიქოლოგიური მომზადება. | - უჭირს ქცევის ზოგიერთი ნორმისა და წესის დაცვა. | - ფლობს ეთიკით გათვალისწინებულ სპეციალურ ნორმებსა და წესებს, აქვს ხარვეზებიც. | - ფლობს ეთიკით გათვალისწინებულ ნორმებსა და წესებს. |
მადლობთ საინტერესო გაკვეთილისთვის, მიმაქვს თქვენი ნებართვით
ОтветитьУдалить